წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში ხათრით გაკეთებულ საქმეებზე წერს და ამბობს, რომ ეს ვითომ კეთილშობილური ჟესტი უხილავი თავის მოტყუებაა, რომელიც ნელა გვაშორებს საკუთარ გულს:
„ჩვენში ხშირია „არ მინდოდა, მაგრამ ხათრით გავაკეთე“. თითქოს კეთილშობილური ჟესტია, მაგრამ სინამდვილეში ეს უხილავი თავის მოტყუებაა, რომელიც ნელა გვაშორებს საკუთარ გულს.
როცა რაიმეს ხათრით აკეთებ, შენ უარს ამბობ საკუთარ გრძნობებზე. ცდილობ სხვას არ აწყენინო, მაგრამ შედეგად საკუთარ თავს აყენებ ზიანს. გროვდება შიდა დაძაბულობა, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცევა წყენად, გამოფიტვად და შინაგან სიცარიელედ.
ხათრით გაკეთებული საქმე კარგ ენერგიას არ ატარებს, არც შენს სულს აძლევს სიმშვიდეს და არც მეორე ადამიანს სიხარულს. იმიტომ რომ გულით გაკეთებული და ფორმალურად შესრულებული საქმე ენერგეტიკულად სრულიად განსხვავდება.
ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარულია უარის თქმა. როცა პატივს სცემ საკუთარ საზღვრებს და გრძნობებს, შენ აღარ ამძიმებ საკუთარ გულს და არც სხვას ატყუებ ყალბი თანხმობით.
გაიხსენე: თუ შენი გული „არა“-ს ამბობს, მაგრამ პირით „კი“-ს ამბობ, ამ დროს საკუთარ ენერგიას კარგავ.
სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი ის არის, ისწავლო კეთება მხოლოდ მაშინ, როცა შინაგანი სურვილი და სიყვარული გიძღვება და არა მაშინ, როცა “ხათრი” გიკარნახებს.
როცა გულით აკეთებ, შენ იზრდები.
როცა ხათრით აკეთებ, შენ იკარგები“, - წერს ზაზა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფანტასტიკურ ფორმაში ხარ, ეშხიანო“ - ნატალია ქუთათელაძის ახალი ფოტოები
⭕„მათი სიყვარული საოცრად თბილი და ლამაზია“ - კადრები ლუკა ჭანიშვილის და ელენე ნაჭყებიას ფოტოსესიიდან