Digest Logo

„წარმოდგენაც არ გაქვთ რა იქნება დედამიწაზე, ირანი კი ნამდვილად მოენატრება ბევრს...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

1776266140
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:

„კონფლიქტის ფონზე, თუ სიტუაციას კარგად შევხედავთ, აპრილის მეორე ნახევარში უფრო გამოიკვეთება დიპლომატიური შტრიხები, ვიდრე ეს პირველ ნაწილში იყო.

თუმცა, რამდენად გამოიღებს შედეგს მოლაპარაკების პროცესი მეორე ამბავია.

7 წელი გავიდა, რაც ახლო აღმოსავლეთის ერთა სოციო.ფსიქოლოგიურ ბუნებას ვივკლევ და ამ ხნის მანძილზე მრავალი შეხვედრის და კვლევის შემდეგ, მაინც არ მეგონა, თუ ასე დაჩქარდებოდა მოვლენები, მაგრამ 2022 წელს, როცა პირველად განვაცხადე შემდეგი ჯერი ახლო აღმოსავლეთია-მეთქი, ერთი წლის თავზე დადასტურდა კიდეც ეს ამბავი.

ელვისებური სისწრაფით იცვლება ნატოსა და ევროკავშირის დამოკიდებულება აშშ-ისრაელის მიმართ.

დღეს, თქვენ რომ გადაშალოთ ისეთი ევროპული პრესის ფურცლები, როგორებიცაა: Financial Times, Politico Europe, The Guardian, The Daily Telegraph და სხვა, შეხვდებით უამრავ კრიტიკას და სურვილს, იმისა რომ ევროპაში შეიქმნას ცალკე დიდი ორგანიზაცია აშშ-ს გარეშე.

ბოლო პერიოდში უდიდესი წუხილი და პროტესტი ოფიციალურმა ამსტერდამმა გამოხატა, სადაც ღაზას სექტორში დაღუპულთა მიმართ აქციაც გაიმართა.

ყოველდღიურად უარესდება პოლონეთსა და აშშ-ისრაელს შორის კონტაქტი. „გჟეგოჟ ბრაუნს“მხარი პოლონური სეიმის წევრმა ,,ბერკოვიჩმა" აუბა და განაცხადა რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, ჰქონდა ემოციური გამოსვლა.

ძალიან დამაფიქრებელი და სენსაციური განცხადება გააკეთა წუხელ თურქმა პოლიტიკურმა აქტივისტმა „ჩენკ უიგურმა“, სადაც ბრძანა:

„თქვენ იცით რატომ იმუქრება ტრამპი ნატოდან გასვლით? იმიტომ, რომ ისრაელმა ბრძანა შემდეგი თურქეთი იქნება, ხოლო თურქეთი ნატოშია. ისრაელს არ შეუძლია მთლიან ალიანსზე თავდასხმა, ამიტომ ჯერ ნატოს ალიანსი უნდა დაშალონ“.

სწორიცაა, ისრაელი მათი იდეოლოგიით ყველაფერს იღონებს, რომ ნატოს ალიანსი დაიშალოს. აღარცერთი ევროპული ქვეყანა, რომის პაპი, რომ რომის პაპია, ისიც კი განუდგა აშშ-ისრაელს და იტალიის პრემიერ მინისტრმა ტრამპს საკადრისი პასუხი გასცა, რომ პაპის ქილიკისგან თავი შეიკავოს.

სირიაში ახალი ფრონტი იხსნება ისრაელის წინააღმდეგ, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ეროვნული ჯარი აცხადებს, რომ მზად არიან იერიშისთვის.

ასევე, ავსებულია ებრაელთა ნეგატიური პოსტერებით საბერძნეთის ქუჩები, ხოლო ამაზე კითხვით ათენის მერს მიმართეს - მან კი უპასუხა: „ბავშვების მკვლელებს არ ვესაუბრები“.

ნეთანიაჰუს რეჟიმის იდეოლოგიური მიზანია „მსოფლიო ერთმმართველობა“, რაც უნდა დამყარდეს სისხლით და მახვილით.

ეს უკვე კარგად იცის ბევრმა, ამიტომ ხდება მთელი რიგი შეჯახებები და თუ როგორმე მისი მსვლელობა არ შეჩერდა, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რა იქნება დედამიწაზე. ირანი კი ნამდვილად მოენატრება ბევრს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არახელსაყრელია მოგზაურობა, უძრავი ქონების შეძენა, ინვესტირება...“ - 15 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

2026 წლის აპრილის მეორე ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან

რადიკალური გარღვევა და ძალაუფლების გამოცდა: ახალმთვარეობა ვერძის 28-ე გრადუსში - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი