Digest Logo

🎥 „თუ გსურთ თქვენი ოცნება ასრულდეს, არასოდეს არ გაუზიაროთ თქვენი გეგმები ისეთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა თქვენი“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი

1755452327
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ოცნებების ასრულების გეგმაზე გვესაუბრება:

„თუ გსურთ თქვენი ოცნება ასრულდეს, რეალობად იქცეს, თქვენი მიზნისკენ წახვიდეთ სწორედ იმ გზით, რომლითაც თვლით, რომ სწორია და გინდათ მიაღწიოთ რაღაცას, არასოდეს არ გაუზიაროთ თქვენი გეგმები ისეთ ადამიანებს, ვისაც არ სჯერა თქვენი.

ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენს ოცნებას ისეთ ადამიანს უზიარებთ, ვისაც არ სჯერა, მიაქვს ის ენერგია, რითაც რეალურად რეალიზაცია უნდა მოახდინოთ. 

გაუზიარეთ მათ, ვისშიც დარწმუნებული ხართ, რომ მოკლების ნაცვლად მოამატებს ენერგიას“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„6 წელი ჩვენი მოკრძალებული და გიჟური ქორწილიდან“ - რა კადრებს აქვეყნებს თეონა ცირამუა

„მეცნიერებამ დაადასტურა, რომ თქვენი ძაღლი თქვენზე უფრო მეტადაა მიჯაჭვული, ვიდრე საკვებზე“ - გიორგი ფხაკაძე

„კიდევ ერთი უფროსი ძმა, ვერის კოლორიტი წავიდა ამ ქვეყნიდან!“ - ზურა ხაჩიძე მხატვარ გიგა ლაპიაშვილს ემშვიდობება