ასტროლოგმა მედეა დოლიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც 24 ნოემბერს მოსალოდნელ სუპერსავსემთვარეზე, მის გავლენასა და ყველაზე აქტიურ ზოდიაქოს ნიშნებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სავსემთვარე ტყუპების მეორე გრადუსზე დადგება, რომლის წამყვანი თემაც ცნობიერების გაფართოებაა:
„ტყუპებო, ქალწულებო, მშვილდოსნებო და თევზებო - ეს თქვენთვისაა. 24 ნოემბერს ცაზე იქნება სუპერსავსემთვარე ტყუპების მეორე გრადუსზე. წამყვანი თემაა ცნობიერების გაფართოება. ახალი კარები იღება და ჩნდება მოულოდნელი შესაძლებლობები“, - აღნიშნავს მედეა დოლიძე.
ასტროლოგის განმარტებით, ამ პერიოდში ემოციური ფონი გაძლიერდება და ცხოვრებაში ცვლილებებისა თუ დასრულების საჭიროების გააზრება მოვა:
„ამ დღეებში ემოციები განსაკუთრებით ინტენსიური გახდება, მოვა იმის გააზრება, რა უნდა შეიცვალოს ან დასრულდეს თქვენს ცხოვრებაში საბოლოოდ. განსაკუთრებით იგრძნობენ ის პირები, ვისაც პირადი პლანეტები ან რუკის სახლები მუტაბელური ნიშნის კუთხეებში: ტყუპების, ქალწულების, მშვილდოსნებისა და თევზების პირველიდან მე-5 გრადუსამდე აქვს განლაგებული. მათ ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ და მოულოდნელად გამოიღვიძონ“,- აღნიშნავს ასტროლოგი.
ნახეთ, ვიდეო: