Digest Logo

♏️✨ვენერა მორიელში გადადის - რას მოუტანს ეს ზოდიაქოს ნიშნებს?

1789195324
თამუნა იოსელიანი

ვენერა მორიელში გადადის!  
რეტროგრადული მოძრაობის გამო:

ვენერა სიყვარულის, ურთიერთობების, სილამაზის, ფინანსებისა და პირადი ღირებულებების პლანეტაა. მორიელში მისი გავლენა განსაკუთრებით ღრმა, ემოციური და ინტენსიური ხდება.

ეს პერიოდი გვაიძულებს უფრო გულწრფელად დავაკვირდეთ საკუთარ გრძნობებს — რას ვგრძნობთ სინამდვილეში, ვისთან გვინდა ყოფნა და რა აღარ გვაკმაყოფილებს.

შეიძლება გაძლიერდეს ვნება და მიზიდულობა;

მოიმატოს ეჭვიანობამ, კონტროლის სურვილმა და ემოციურმა დაძაბულობამ;

ფინანსებში კი საჭირო გახდეს მეტი სიფრთხილე და გააზრებული გადაწყვეტილებები.

ვენერას რეტროგრადული პერიოდი:

3 ოქტომბერი – 14 ნოემბერი — ძველი ურთიერთობების, გრძნობებისა და ფინანსური საკითხების გადახედვის დრო.

მნიშვნელოვანი თარიღები

15 სექტემბერი, 20 ოქტომბერი, 9 დეკემბერი — ვენერა კვადრატში პლუტონთან

ემოციური დაძაბულობა, ეჭვიანობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ფინანსური საკითხების გამწვავება.

7 ოქტომბერი — ვენერა შეერთებაში მერკურისთან

ღრმა, გულწრფელი და მნიშვნელოვანი საუბრები.

10 ოქტომბერი — ვენერა კვადრატში მარსთან

ვნება და კონფლიქტი ერთმანეთში ირევა. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებსა და ხარჯებს.

24 ოქტომბერი — ვენერა შეერთებაში მზესთან

ძლიერი ემოციები და შინაგანი გარდაქმნები.

12 დეკემბერი — ვენერა სექსტილში მარსთან

ჰარმონია, ენერგია, სიყვარული და შემოქმედებითი შთაგონება.

3 იანვარი — ვენერა კვადრატში იუპიტერთან

საჭიროა ზომიერება სიყვარულშიც და ფინანსებშიც — შესაძლოა ზედმეტი ხარჯვისა და სიამოვნებებისკენ მიდრეკილება.

ზოდიაქოებისთვის,რომელ სფეროს გააქტიურებს ვენერა მორიელში?

ვერძი — 8-ე სახლი

საერთო ფინანსები, ვალები, ინვესტიციები და ინტიმური ურთიერთობები. ფრთხილად იყავით ფინანსურ გარიგებებში და ნუ აჰყვებით ეჭვიანობას.

კურო — 7-ე სახლი

ურთიერთობები და პარტნიორობა. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და არსებული ურთიერთობის გაღრმავებისთვის, თუმცა ეჭვიანობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ჰარმონიას.

ტყუპები — 6-ე სახლი

სამსახური, ყოველდღიურობა და ჯანმრთელობა. სამუშაო გარემოში ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ მოერიდეთ სამსახურში ინტრიგებსა და ზედმეტ გულახდილობას.

კირჩხიბი — 5-ე სახლი

სიყვარული, რომანტიკა, შვილები და შემოქმედება. მეტი ვნება და სასიამოვნო მომენტები, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ ხარჯვასა და ემოციურ გადაწყვეტილებებს.

ლომი — 4-ე სახლი

სახლი, ოჯახი და უძრავი ქონება. კარგი პერიოდია სახლის გალამაზებისა და ოჯახთან დაახლოებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი ქონებრივი გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონეთ.

ქალწული — 3-ე სახლი

კომუნიკაცია, შეხვედრები, მოკლე მგზავრობები და ახლო გარემო. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობები და მნიშვნელოვანი საუბრები. ინფორმაცია გადაამოწმეთ.

სასწორი — 2-ე სახლი  

ფინანსები, შემოსავალი და მატერიალური ღირებულებები. შესაძლებელია შემოსავლის გაუმჯობესება, თუმცა იმპულსურ ხარჯებს მოერიდეთ.

მორიელი — 1-ლი სახლი  

თქვენი პიროვნება, გარეგნობა და თვითშეფასება. მომხიბვლელობის ზრდის ძლიერი პერიოდია — კარგი დროა საკუთარი თავისთვის, იმიჯისა და ურთიერთობებისთვის.

მშვილდოსანი — 12-ე სახლი

ფარული გრძნობები, საიდუმლო ურთიერთობები და შინაგანი სამყარო. შეიძლება წარსულიდან დაბრუნდეს ადამიანი ან გრძნობა. არ აჰყვეთ ილუზიებს.

თხის რქა — 11-ე სახლი

მეგობრები, გეგმები და სურვილები. შესაძლებელია სასარგებლო ნაცნობობა, მეგობრობიდან სიყვარულში გადასვლა ან მოულოდნელი მხარდაჭერა.

მერწყული — 10-ე სახლი

კარიერა და სოციალური სტატუსი. კარგი პერიოდია საკუთარი იმიჯის, პროფესიული კავშირებისა და კარიერული შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

თევზები — 9-ე სახლი

მოგზაურობა, სწავლა, უცხოეთი და სულიერი განვითარება. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, ახალი შესაძლებლობები ან ფინანსური სარგებელი უცხოეთთან დაკავშირებული საქმეებიდან.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით