„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. ეს დღე მშვიდი იქნება და მნიშვნელოვანია რომ გქონდეთ დადებითი განწყობა და პოზიტიური ფიქრები“ - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.
კურო - ეცადეთ იმოქმედოთ და ერთ ადგილას არ გაჩერდეთ. დღეს არ არის სასურველი პასიურ მდგომარეობაში ყოფნა. ასევე შესაძლოა სასიამოვნო საჩუქრები მიიღოთ.
ტყუპები - მშვიდი და მოსაწყენი დღე გელოდებათ.
კირჩხიბი - სიფრთხილე გმართებთ რადგან ზედმეტად გაკვირდებიან და ელოდებიან როდის დაუშვებთ შეცდომებს, ამიტომ იყავით ყურადღებით.
ლომი - დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება, ამიტომ უმჯობესია საქმეები დღის მეორე ნახევარში დაიწყოთ.
ქალწული - შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შარმი ყველაფერში და მიაღწიოთ წარმატებას და მოაგვაროთ ნებისმიერი სიტუაცია.
სასწორი - დადებითი დღე გელოდებათ, შესაძლოა გარკვეული შეთავაზებაც მიიღოთ. მაგრამ ასევე შესაძლოა ოჯახის ახლობელთან გქონდეთ კონფლიქტი და ამიტომ კარგი იქნება თქვენ დათმოთ და გადადგათ პირველი ნაბიჯი.
მორიელი - თქვენი ოპტიმიზმი დაგეხმარებათ სიტუაცია შეცვალოთ და გამოიყენოთ ის შესაძლებლობა რაც გაქვთ.
მშვილდოსანი - სიფრთხილე გმართებთ, არ არის სასურველი ფინანსური საკითხების მოგვარება, საბუთებზე ხელის მოწერა და იურიდიული მოქმედებები.
თხის რქა - ბევრი საქმის გაკეთება მოგიწევთ, ამიტომ უმჯობესია არ აჰყვეთ სხვების მითითებებს და თქვენით აკეთეთ საქმე.
მერწყული - დღის პირველი ნახევარი უმჯობესია საკუთარ თავს დაუთმოთ, ხოლო მეორე ნახევარი კარგია ძველი საქმეების შესაჯამებლად.
თევზები - კარგი იქნება გარემოს შეცვლა და მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი