Digest Logo

🎥 „ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს და ქვითრებს“ - 19 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1742363506
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, შეგიძლიათ ცოტა სითამამე გამოიჩინოთ, თუმცა გახსოვდეთ საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ აუცილებლად მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდეთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი 

კარგი იქნება თუ თქვენ ჩვეულ რიტმში იმუშავებთ, არ არის სასურველი სიჩქარე. ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ. 

კურო

შეგიძლიათ ცოტა მეტი სითამამე გამოიჩინოთ, არ არის სასურველი კონფლიქტი და დაპირისპირება, უმჯობესია წახვიდეთ კომპრომისებზე. 

ტყუპები

კარგია ეს დღე გაატაროთ მეგობრბეთან, ოჯახის წევრებთან და იმ ადამიანებთან ერთად ვინც თქვენზე კარგ გავლენას ახდენს.

კირჩხიბი

აქტიურად დაიწყეთ ეს დღე, ამით მოიზიდავთ დადებით ენერგიას. 

ლომი

გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია და ეცადეთ პრობლემები თქვენეული ხერხით მოაგვაროთ, თუ მიხვდით რომ გამოუვალ სიტუაციაში ხართ თხოვეთ დახმარება თქვენ მეგობარს.

ქალწული

თუ დისკუსია და შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი გადადეთ, რადგან კარგად ახერხებთ მარტივად მუშაობას.

სასწორი

სიახლეების მომტანი და საინტერესო დღეა, შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით გადადგათ ნაბიჯი. კარგი იქნება შეიძინოთ ის, რაც დიდი ხანია გინდათ. 

მორიელი 

კარგი იქნება დილა დაიწყოთ გეგმის შედგენით, თუ რა უნდა გააკეთოთ. ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს ქვითრებს, არის იმის ალბათობა რომ რამე დაკარგოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ გარკვეული ცვლილებების გამო ხასიათი არ გაიფუჭოთ, ეცადეთ მეტად მოერგოთ და გაუგოთ იმ ადამიანებს, რომელთანაც დღეს ურთიერთობა გექნებათ. 

თხის რქა 

ნეიტრალური დღეა, არ დაიწყოთ ახალი საქმეები და არ გადაგათ ახალი ნაბიჯები, უმჯობესია ძველი საქმეებით შემოიფარგლოთ. 

მერწყული

ბევრი საქმე გექნებათ შესასრულებელი, ეცადეთ დრო სწორად გადაანაწილოთ. 

თევზები

კარგი იქნება დაუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმიანობას და დაასრულოთ ძველი საქმეები. 

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „წვიმა, ქარი, თოვლი“ - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕ 19 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება