ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებზე „დაიჯესტთან“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კვირის პირველი სამი დღე - ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი მნიშვნელოვანი, დადებითი და წარმატების მომტანია თითოეული ნიშნისთვის.
🎥 „მიზეზი, თუ რატომ უყვარს ყველას“ - ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია
ამ კვირის გეომაგნიტური დღეებია: ორშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.
„კვირა უდავოდ საინტერესოა და პირველი სამი დღე - დღეს, ხვალ, ზეგ არ დაკარგოთ, ამ სამ დღეში მზე ხვდება გამარჯვების მმართველ პლანეტა იუპიტერს, რაც იშვიათ მოვლენაა. გამოიყენეთ ეს დღეები, საქმიანი კავშირებისთვის, სამსახურში ახალი ხელშეკრულებების დასადებად, რადგან წარმატება უდავოდ მოვა.
მაგრამ, აქვე 13 აპრილიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, რომელიც 21 რიცხვამდე გაგრძელდება.
ასევე გვაქვს 20-ში მზის დაბნელება, რომელიც საკმაოდ რთულია. დღეს ცოტა ყურადღებით იყავით, ძაღლებთან და ასევე, შვილებთან შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა.
ასევე, ამ კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება.
ვენერა, ეს არის სიყვარულის მმართველი პლანეტა, რომელიც ასევე მართავს ფინანსებსაც, 11 აპრილს გადადის ტყუპების ზოდიაქოში, სადაც დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში დარჩება, რას ნიშნავს ახლა ეს? - კარგია, სასიყვარულო ურთიერთობები დადებით ფორმას მიიღებს, გონებამახვილობა წამოიწევს წინა პლანზე, მაგრამ აქვე ფლირტი მოიმატებს და ზედაპირულობა, რაც მთლად კარგი არ არის - შესაბამისად ტყუილების ელემენტის ფაქტორი მოიმატებს.
კვირა, გარდა იმისა, რომ აღდგომას უკავშირდება, ასევე მფარველი ანგელოზი სერენა, რომელიც ახლა იმყოფება თევზებში, კვირას 7 თვით გადადის ვერძის ნიშანში, ეს პერიოდი კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის უშიშარი, მებრძოლი, რეფორმატორი, დამცველი ყველა სახის სუსტი ადამიანისა “, - განაცხადა ცაგარელმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„9 აპრილი ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი, უცებ წამომაყენეს და ტელეკრანისგან ზურგით დამსვეს“ - გიორგი კეკელიძე
🔵 „სამუდამოდ გადავდივარ საცხოვრებლად თბილისიდან“ - დომენიკ მანგო