ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის შესახებ ისაუბრა და ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა, თუმცა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, რის გამოც საერთო ჯამში პროგნოზი სასიკეთო და პოზიტიურია.
„კვირა არის სასიკეთო, პოზიტიური, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ურთიერთგაგება იმატებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და სიტუაცია სტაბილურდება. მზე არის კუროში და ამ მოვლენას სტაბილიზაციისკენ მიჰყავს ყველა ზოდიაქოს ნიშანი.
კურო არის ნიშანი, რომელსაც არ უყვარს ქაოსი და სულსწრაფობა. ამიტომ, ყველაფერში დაისადგურებს სტაბილურობა და ნახავთ, მაისში ეს ამინდსაც შეეტყობა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს კვირა არის დაბნელებების დერეფანი. მთვარის დაბნელება გვქონდა 20 აპრილს და გვექნება 5 მაისს. ამიტომ ცოტა სიფრთხილე მაინც გვმართებს.
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში ისაა, რომ მერკური რეტროგრადულია, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა 15 მაისამდე. იგი გვაბრუნებს წარსულში. ძველი იდეები, შეუსრულებელი დაპირებები, რაღაც ძველი პროექტები, რომლებიც სწორად არ წარიმართა ან რატომღაც შეჩერდა, ამის დაბრუნების და გამოსწორების დროა. ამიტომ ეს პერიოდი კარგია ძველი მოვლენების გამოსასწორებლად.
გავითვალისწინოთ 3 განსაკუთრებული დღე - ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. აქ სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ამიტომ ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს. არავითარი სოლარიუმი, ნერვიულობა და ფიზიკურ-ემოციური გადაღლა.
ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - დღეს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. აკონტროლეთ წნევა, კარგია სუფთა ჰაერი და დასვენება“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 რა ხდებოდა ნეაპოლში „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ - ხვიჩა კვარაცხელია საოცარ კადრებს ავრცელებს
🎥 „შესანიშნავი წყვილი“ - როგორ ერთობა რუსკა ქარქაშაძე საქმროსთან ერთად