ზამთრის ბოლო თვე არაერთ თავგადასავალსა და სიახლეს გვიმზადებს, თუმცა, პარალელურად, გარკვეული გამოწვევებიცაა მოსალოდნელი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ეს ნიშნები თებერვალში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც შესაძლოა, დაუგეგმავი საქმეები და სირთულეები შეხვდეთ:
ქალწული
ითვლება, რომ თებერვალი ქალწულებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვეა. გარდა იმისა, რომ მათ ამ თვის განმავლობაში ფინანსური დაწინაურებისა და წარმატების მიღწევის შანსი აქვთ, გარკვეული სირთულეების წინაშეც აღმოჩნდებიან. საქმე ისაა, რომ ახლა ბევრი ქალწული პიროვნული კრიზისის ეტაპს გადის და უამრავი შეკითხვა აწუხებს. თითქოს, ის საქმე, რასაც აკეთებს, ბედნიერებას აღარ ანიჭებს და არც არსებულ ურთიერთობებშია კომფორტულად. სავსებით შესაძლებელია, რომ ყოველივე ამის შემდეგ ცვლილებები მოგინდეთ და საბოლოოდ გაბედოთ იმის გაკეთება, რაზედაც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ. მთავარია, ემოციურ არასტაბილურობას დაძლიოთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
მშვილდოსანი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები თებერვლის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბებისათვის უნდა მოემზადონ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, დაბრკოლება შეგხვდეთ იმ საქმეში, რასაც მარტივად აკეთებდით, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ, დაასრულოთ გარკვეული ურთიერთობები და ასე შემდეგ. ნუ დაეყრდნობით სხვა ადამიანებს. საკუთარ თავს მოუსმინეთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეთ. გახსოვდეთ, რომ რთული დღეები მალე გაივლის. გამოწვევები კი მნიშვნელოვან გაკვეთილად გადაიქცევა.
თხის რქა
თებერვალში თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს საკმაოდ წარმატებული პერიოდი აქვთ. თუმცა, პარალელურად, მათ მოუწევთ, მრავალფუნქციურები გახდნენ და ცხოვრების ყველა სფეროს დრო და რესურსი თანაბრად დაუთმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სირთულეებია მოსალოდნელი როგორც პირადი, ასევე საქმიანი ურთიერთობების თვალსაზრისით. ამიტომაც, შეეცადეთ, ბევრი საქმე არ დაიგროვოთ და ვალდებულებები ეტაპობრივად შეასრულოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რაც მეტს გასცემ, მით მეტად გთხოვენ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე
⭕ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაცი რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა