Digest Logo

„ზოგადი ფონი ხდება უფრო მსუბუქი, ოპტიმისტური და დინამიკური“ - მომდევნო დღეების ასტროპროგნოზი თამარ ხოსროშვილისგან

1764660210
თამარ ხოსროშვილი

„მორიელის მძაფრი, ემოციურად ინტენსიური და შინაგანად ღრმა გარემოდან ის გადადის უფრო მსუბუქ, გამხსნელ, მოქნილ, ოპტიმისტურ და მოძრავ ენერგიაში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი წერს და მომდევნო დღეების ასტროპროგნოზს გვიზიარებს. 

მისი თქმით, კომუნიკაცია ღია და ნათელი ხდება, გადაწყვეტილებები აღარ მუხრუჭდება, სურვილები კი უფრო თამამად გამოიხატება:

„1 დეკემბერს, ვენერა სილამაზის, ესთეტიკის, სიყვარულის და პირადი ურთიერთობების სიგნიფიკაციური პლანეტა - ნიშანს იცვლის და მშვილდოსნის ზოდიაქოში აკეთებს ინგრესიას.

მორიელის მძაფრი, ემოციურად ინტენსიური და შინაგანად ღრმა გარემოდან ის გადადის უფრო მსუბუქ, გამხსნელ, მოქნილ, ოპტიმისტურ და მოძრავ ენერგიაში. მუტაბელური ცეცხლი მშვილდოსანში მას სივრცეს უხსნის: თითქოს წყლის სიღრმიდან ამოდის და წინ ფართოდ გაშლილი ჰორიზონტი ხვდება.

ამ გადასვლით ურთიერთობებში ჩნდება მეტი მხიარულება, სპონტანურობა და ოპტიმიზმი - სურვილი, რომ რაღაც ახალს შევეხოთ, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან, მივიღოთ ახალი ცოდნა, გამოცდილება, ბევრი ვიმოგზაუროთ, გავაფართოოთ საკუთარი შეხედულებები.

მშვილდოსანი ურთიერთობებს უფრო ფართო ასპარეზს აძლევს:

ნაკლებად ინტერესდება დეტალებით, მეტად შთაგონებულია დიდი იდეებით და მასშტაბური სურათით.

ვენერა აქ ურთიერთობას არ აყოვნებს — მუტაბელური ცეცხლი სწრაფად ინთება, ადვილად ერგება, ცდილობს, რომ მომდევნო ნაბიჯი იყოს საინტერესო, ენთუზიაზმით აღსავსე და ისეთი, რაც ცხოვრებაში ახალ ტალღას შემოიტანს. ნაკლები დრამა, მეტი თავისუფლება. ნაკლები კონტროლი, მეტი ნდობა პროცესისადმი.

ამასობაში მერკურიც გამოვიდა რეტროგრადული მოძრაობიდან და უკვე პირდაპირ სვლაში გადავიდა — კომუნიკაცია ღია და ნათელი ხდება, გადაწყვეტილებები აღარ მუხრუჭდება, სურვილები კი უფრო თამამად გამოიხატება. ზოგადი ფონი ხდება უფრო მსუბუქი, ოპტიმისტური და დინამიკური“, - წერს თამარ ხოსროშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

2025 წლის დეკემბრის პირველი ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან

🎥 „ვიყიდე, მოვიტანე, ავაწყვეთ... სანამ ამერიკაში გავფრინდები, მოვასწარით“ - თამო ვაშალომიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს