„ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ფეხბურთელის პირადი ცხოვრება და მდიდრული უძრავი ქონება გახდა განხილვის საგანი. გავრცელებული ინფორმაციით, იამალი საცხოვრებლად გადავიდა სასახლეში, რომელიც წარსულში კოლუმბიელ მომღერალ შაკირასა და ყოფილ ფეხბურთელ ჟერარ პიკეს ეკუთვნოდათ.
გარიგება 2025 წლის ბოლოს შედგა, ხოლო ქონების ღირებულება დაახლოებით 11 მილიონ ევროდ სახელდება. როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა სახლის საკუთარი საჭიროებების შესაბამისად გადაკეთებაც გადაწყვიტა და სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სასახლე ბარსელონასთან ახლოს, ესპლუგეს დე ლიობრეგატის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. უძრავი ქონება დაახლოებით 3 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს, სახლს აქვს ექვსი საძინებელი, რამდენიმე სააბაზანო, შიდა და გარე აუზები, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთისა და ფეხბურთის მოედნები, კინოდარბაზი და ხმის ჩამწერი სტუდია აქვს.
ბოლო ცნობებით, იამალი ახალ სახლში შეყვარებულთან, ინფლუენსერ ინეს გარსიასთან ერთად გადავიდა. წყვილს ასევე ორი ძაღლი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ შაკირა და ჟერარ პიკე ამ სახლში შვილებთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. წყვილი 2022 წელს დაშორდა, რის შემდეგაც მათი ყოფილი საცხოვრებელი გასაყიდად გამოტანილი ქონების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ობიექტი გახდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
წყარო: tn.com.ar