Digest Logo

2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია

16 იანვრის 5:58
 ბრიტანეთის კინოაკადემია

ბრიტანული ყოველწლიური კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია, - იუწყება SkyNews-ი.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მოხვდნენ: „კონკლავი“, „ანორა“, „ბრუტალისტი“, „ბობ დილანი: ყველასთვის უცნობი“, „ემილია პერესი“.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელდნენ ედვარდ ბერგერი, შონ ბეიკერი, დენი ვილნიოვი, ბრეიდი კორბეტი, ჟაკ ოდიარი, კორალი ფარჟა.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ნომინირებული არიან: კარლა სოფია გასკონი, დემი მური, მარიან ჟან-ბატისტი, მაიკი მედისონი, სირშა რონანი, სინთია ერივო.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში მოხვდნენ: ედრიენ ბროუდი, ჰიუ გრანტი, კოლმან დომიგო, სებასტიან სტენი, რეიფ ფაინზი, ტიმოთი სალამე.

78-ე ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 16 თებერვალს ლონდონში გაიმართება. BAFTA-ს დაჯილდოება 1947 წლიდან იღებს სათავეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ წვიმა, თოვლი და ქარბუქი - ამინდის პროგნოზი

⭕ ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას