
ფინეთში, ქალაქ ტამპერეს მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სამი სკოლის მოსწავლე დანით დაჭრეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სამ მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი, რომელიც ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე იყო, დაკავებულია.
როგორც უცხოური მედია წერს, დაუდასტურებელი ცნობით, თავდამსხმელი ბიჭი იყო, ხოლო მისი მსხვერპლი 3 გოგო.
ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის მოტივი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
⭕„უხდები მაგ გარემოს...“ - თაკო ჩხეიძე კიკეთის ფერმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს