
ინდოეთში მცხოვრებმა ახალგაზრდა წყვილმა განქორწინების პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც მათი შინაური ცხოველები ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ.
2024 წლის დეკემბერში დაქორწინების შემდეგ, წყვილი ერთად საცხოვრებლად გადავიდა და სწორედ მაშინ დაიწყო დაძაბულობა. ცოლის თქმით, ქმრის ძაღლი მის კატას ავიწროებდა და თავს ესხმოდა კიდეც.
ქალი უარს ამბობდა კატის დათმობაზე და ქმრის ძაღლს აგრესიულობაში ადანაშაულებდა.
ქმარი თავის მხრივ ძაღლს იცავდა და ამბობდა რომ ოჯახში პრობლემას მეუღლის კატა ქმნიდა.
წყვილის შერიგება ნათესავებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ, საქმე უკვე სასამართლომდე მივიდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕რისი წელი მოდის და ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი 2026 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით