Digest Logo

ჯანმომ მაიმუნის ყვავილის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

1723667072
ყვავილი ყვავილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 14 აგვისტოს აფრიკაში მიმდინარე მაიმუნის ყვავილის (Mpox) ეპიდემია ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

👉 როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო 13 აგვისტოს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც 450 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსის ახალმა მომაკვდინებელმა შტამმა, clade Ib-მ, აფრიკის 4, აქამდე ვირუსით ხელუხლებელ პროვინციამდე მიაღწია, WHO-მ მაიმუნის ყვავილის საკითხზე საგანგებო კომიტეტი მოიწვია. აქამდე ეს შტამი მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გვხვდებოდა.

მედიის ცნობით, კონსულტაციის დასრულების შემდეგ, WHO-ს დირექტორმა ჯანდაცვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

ვირუსის გავრცელებას მიენიჭა PHEIC სტატუსი, რომელსაც WHO „განსაკუთრებულ შემთხვევებს“ ანიჭებს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ვითარება საფრთხეს სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ ჯანმრთელობასაც უქმნის.

ორგანიზაციის თქმით, ამ ეპიდემიებს შეიძლება კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება დასჭირდეს.

მაიმუნის ჩუტყვავილა შეიძლება გავრცელდეს ახლო კონტაქტით. ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმის, ის იშვიათ შემთხვევებშია ფატალური. ის იწვევს გრიპის მსგავს სიმპტომებს და ჩირქოვან დაზიანებებს სხეულზე.

„ნათელია, რომ კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ მწარე ცხოვრების მერე ეს ყველაფერი ისეთი ტკბილია...“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე ვიდეომიმართვაში?

⭕რომელია საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები? - იხილეთ ჩამონათვალი

⭕„გოგო დღესასწაული“ - თიკა ფაცაცია უახლეს ფოტოებს აქვეყნებს