ამერიკული როკჯგუფის, 3 Doors Down-ის დამფუძნებელი და სოლისტი, ბრედ არნოლდი, 47 წლისა გარდაიცვალა.
ინფორმაცია ჯგუფმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არნოლდი 7 თებერვალს, ძილში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
2025 წლის მაისში არნოლდმა განაცხადა, რომ მას თირკმლის კიბოს მე-4 სტადია დაუდგინეს და წუხდა იმის გამო, რომ ჯგუფს დაგეგმილი ტურნეს გაუქმება უწევს.