კარდაშიანების ჰოლივუდური ოჯახი მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ხშირად, კრიტიკის ქარცეცხლშიც ეხვევა.
მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე სკანდალური ოჯახი.
კარდაშიანების გარშემო ატეხილი მორიგი სკანდალი, კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის შვილის, ნორს ვესტის გამოჩენას უკავშირდება, რომელმაც ჰოლივუდის დიდ სცენაზე, მულტფილმიდან „მეფე ლომი“ სიმღერა შეასრულა და საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
ნორსმა „სიმბას“ როლი განასახიერა, ღონისძიების ჩატარების შემდეგ გამოქვეყნდა სპექტაკლის ვიდეო, სწორედ ამ შესრულებამ გამოიწვია კრიტიკა, რომელიც ძირითადად მშობლების და ოჯახის მიმართაა მიმართული, რომლებმაც ყველაფერი მოაწყვეს იმისთვის, რომ ნორსი სცენაზე ასულიყო.
მაყურებლის აზრით, ბევრი ნიჭიერი, ტალანტის მქონე ბავშვი დარჩა ჩრდილში მხოლოდ იმიტომ, რომ კარდაშიანების ოჯახმა გავლენებით, თუ თანხით, მოახერხა შვილის ჩართვა ამ ღონისძიებაში.
იხილეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყარო“ - ბუდუ ზივზივაძის შვილი იუბილარია
🎥 აქვს თუ არა უფლება ტურისტულ კომპანიას, გაგვიუქმოს პაკეტი მგზავრთა არასაკმარისი რაოდენობის გამო?
⭕თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის იტალიური არდადეგები - წყვილი სიცილიაში მოგზაურობს