პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ახალშობილი ვაჟი გარდაიცვალა. ამის შესახებ რონალდუ „ინსტაგრამზე“ ოფიციალურ წერილს ავრცელებს.
„მწუხარებით გაცნობთ ჩვენი პატარა ბიჭის გარდაცვალებას. ეს ყველაზე დიდი ტკივილია, რომელიც შეიძლება მშობელმა გამოსცადოს. ჩვენი გოგონას დაბადება კი გვაძლევს ძალას ამ მომენტში ცოტაოდენი იმედითა და სიხარულით ვიცოცხლოთ.
მადლობას ვუხდით ექიმებსა და ექთნებს ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის. გთხოვთ ასეთ რთულ დროს პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს.
ჩვენო პატარა ბიჭუნა, შენ ანგელოზი ხარ. ჩვენ ყოველთვის გვეყვარები“, - წერს კრიშტიანუ.
View this post on Instagram