ვატიკანში კაცი წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ სამსხვერპლოზე ავიდა და გაშიშვლდა. როგორც დასავლური მედია წერს, ამით მან უკრაინაში მიმდინარე ომი გააპროტესტა.
ინციდენტი საღამოს, ცოტა ხნით ადრე მოხდა, სანამ ტაძარი ტურისტებისთვის დაიხურებოდა.
„კაცს ზურგზე წარწერა ჰქონდა უკრაინელი ბავშვების გადარჩენის მოწოდებით. წყაროს ცნობით, მას სხეულზე ასევე ფრჩხილებით მიყენებული ნაკაწრები აღენიშნებოდა“, - წერს Reuters.
თვითმხილველების თქმით, ვატიკანის გვარდიამ კაცი, რომლის ვინაობაც არაა იდენტიფიცირებული, იტალიის პოლიციას გადასცა.