
ვრცელდება ფოტო თვითმფრინავიდან, რომელმაც 12 ივნისს ინდოეთში კატასტროფა განიცადა.
ფოტოზე ცოლ-ქმარი შვილებთან ერთადაა გადაღებული. კადრში ვხედავთ, ექიმების – პრატიკ ჯოშისა და კომი ვიასის ოჯახს.
არსებული ინფორმაციით, პრატიკის მეუღლემ, დოქტორმა კომი ვიასმა, სამსახური ორი დღის წინ დატოვა, რათა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლონდონში ეცხოვრა.
პრატიკი დიდი ხანი ოცნებობდა, რომ ინდოეთში დარჩენილ მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს საზღვარგარეთ ცხოვრების უფლება მიეღოთ.
„პრატიკი აქ სულ რაღაც ორი დღის წინ ჩამოვიდა, რათა ცოლ-შვილი წაეყვანა,“ – ამბობს კომის თანამშრომელი.
კადრი ავიაკატასტროფანმდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული.
ცნობისთვის, ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა.
ინდური მედიის თანახმად, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.
ცნობისთვის, ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕🎥 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - ტრაგიკული თარიღის უმძიმესი კადრები