უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი The Royal Marsden-ის კლინიკაში მივიდა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა და მედპერსონალს ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ იუწყება SkyNews-ი.
ქეით მიდლტონმა თავისი დიაგნოზის შესახებ მიმართვა წინა წლის მარტში გააკეთა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლინიკის პერსონალს იმისთვის, რომ ისინი ზრუნავდნენ ჩემზე წინა წლის განმავლობაში. რემისია - ნამდვილი შვებაა. მე ახლაც ორიენტირებული იმისკენ ვარ, რომ გამოვჯანმრთელდე“, - განაცხადა უელსის პრინცესამ.
43 წლის ქეით მიდლტონი კლინიკის პაციენტებს შეხვდა და მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა. უელსის პრინცესამ ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა.
კენსინგტონის სასახლეში განაცხადეს, რომ ქეით მიდლტონი თავის საჯარო გამოსვლებს ნელ-ნელა დაუბრუნდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ახლა ისეთი რამე ხდება,რომ მოდის უხილავი ენერგია...“ - რას ჰყვება ბერი დავით რიჟამაძე?
⭕იტალიური მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს შემოქმედებით მემკვიდრეობას, პარიზი მასპინძლობს
წყარო: imedinews.ge