Digest Logo

სკანდალური ინსტალაცია ვაშინგტონში: რა ძეგლი დაუდგეს დონალდ ტრამპს ეროვნულ ხეივანში

1794395529
დონალდ ტრამპის ქანდაკება

ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანში, ახალი და სკანდალური სატირული ძეგლი გაიხსნა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ეძღვნება. სკულპტურა, სახელწოდებით „ფეხის ჯარისკაცი“, ვიეტნამის ომის პერიოდში ტრამპის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისა და ცნობილი სამედიცინო მიზეზების - ფეხის კუნთის წანაზარდების ირონიულ გააზრებას წარმოადგენს.

ინსტალაციაზე წარმოდგენილია დონალდ ტრამპი, რომელიც გრანიტის კვარცხლბეკზე ზის და საკუთარ ფეხს იზელს. ნამუშევარზე დატანებულ ირონიულ წარწერებში ასევე ნახსენებია მისი ცნობილი ფრაზა: „მე შემიძლია ვიყო ძალიან სამხედრო“.

აღნიშნული აქცია-ინსტალაცია სახელოვნებო ჯგუფმა, „საიდუმლო ხელისერთმევამ“ მოაწყო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება პოლიტიკური ფიგურების წარსულისა და სატირული ხელოვნების ფორმებით მიიპყრო.

✕