
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ქვეყანა დატოვა და თავი სხვა ქვეყანას შეაფარა. რუსი მომღერალი ერთ-ერთი მღვდელმსახურის ქადაგებას პასუხობს, სადაც ის ამბობს, რომ რაც ალა ქვეყნიდან წავიდა, ჰაერი ბევრად უკეთესი გახდა და თავისუფლად სუნთქვაა შესაძლებელი, რის გამოც ღმერთის მადლობელია.
პუგაჩოვას თქმით, ის ქვეყნიდან არ გაქცეულა, სამკურნალოდ წასვლა, ემიგრაციას არ ნიშნავს და ის რუსეთში მალე დაბრუნდება.
„ნაადრევად ხარობ ანდრიუშა, არდადეგები, შვებულება და მკურნალობა ემიგრაციაში წასვლას არ ნიშნავს. დავბრუნდები, წავალ შენივე ეკლესიაში და შენთვის ვილოცებ“, - ამბობს ალა პუგაჩოვა ვიდეომიმართვაში.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: კახა კუჭავას შვილის ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო - ის უკრაინელ ბავშვებზე საუბრობს