რუსეთის ხელისუფლებამ მწერალი ვიქტორ შენდეროვოჩი და ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. ასევე ამ სიაში შეყვანილები არიან ეკონომისტი სერგეი ალექსაშენკო და პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი წევრი მაქსიმ რეზნიკი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ოთხივე ეს ადამიანი რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წევრია. ის 2022 წლის თებერვალში პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა შექმნეს, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს დაუპირისპირდნენ. მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთის უშიშროების სამსახურმა ორგანიზაციის წევრთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა. საქმე აღიძრა „ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების“ და „ტერორისტული საზოგადოების შექმნის“ მუხლით.
ასევე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ კასიანოვის, ეკონომისტის, სერგეი გურიევის, ბიზნესმენის, მიხეილ ხოდორკოვსკის, პოლიტიკოსების, გარი კასპაროვის, ვლადიმერ კარა-მურზას და დიმიტრი გუდკოვის, პოლიტოლოგ ეკატერინე შულმანის, ჟურნალისტების ევგენი კისელევისა და კირილ მარტინოვის წინააღმდეგ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რატომ ცხოვრობს ადამიანების 99% სხვისი ცხოვრებით?...“ - რას წერს რამაზ გიგაური
⭕„იმოგზაურეთ! დაუთმეთ ეს დღე პოზიტივს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება
წყარო: newshub.ge