„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველ პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედალს ულოცავს.
„გილოცავთ! ქართველი პარამძლეოსანი, გიგა ოჩხიკიძე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია!
ქართველი პარასპორტსმენი, პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ორმაგად სასიხარულოა, რომ მან მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას პარალიმპიელებიც ღირსეულად გააგრძელებდნენ.
გიგა ოჩხიკიძესთან ერთად, რომელმაც საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა, აღსანიშნავია ახალგაზრდა პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე, რომელმაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია და პარატაეკვონდოში ჩვენს ქვეყანას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
ჩვენი პარალიმპიელები მუდმივად აღგვაფრთოვანებენ თავიანთი შრომისა და ბრძოლის ჟინით. თითოეული მათგანის შეუპოვრობა, მონდომება და გამბედაობა, შთამაგონებელი მაგალითია მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
კიდევ უფრო მეტ წარმატებასა და გამარჯვებებს ვუსურვებ ქართველ პარალიმპიელებს, ვისითაც მთელი ქვეყანა ვამაყობთ!“, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „8-წლიანი ძიება დასრულებულია...“ - თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა
⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით