Digest Logo

„ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული პრორუსული ძალა“ - ზურაბიშვილი

1678307449
სალომე ზურაბიშვილი

„ეს კანონი არ არის საჭირო, არსაიდან მოდის, არავის უთხოვია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა რუსულ პოლიტიკას ჰგავს. 

„ამ კანონის მიღება და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადება ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. რუსული პოლიტიკის მსგავსია, როდესაც ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვას ამ პროტესტის ჩახშობის მცდელობით პასუხობ. ეს ხალხი მიდის პარლამენტის წინ, მიდიან მშვიდად და მიდიან ერთი თხოვნით, ეს არის ამ კანონის გაწვევა. ასე რომ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაიგონ, მათ აქვთ ბოლო შანსი აჩვენონ, არ არიან არადეკლარირებული პრორუსული ძალები. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, რაც ხდება, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ჩვენ ბევრად დემოკრატიული ხალხი გვყავს, ვიდრე ხელისუფლებები. ამ ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, რომ მას სურს ევროპა და მე ამას მხარს დავუჭერ მთელი ძალით, რაც მაქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.