
სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, ალბათ, მათ კონფერენციაზე სააკაშვილისთვის თავისუფალი სკამიც გახსოვთ. ისინი თვლიან, რომ თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი კრიმინალია, რომლის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს, მაგრამ ევროპის სასამართლომ თქვა, რომ ქართული სასამართლო მაღალი სტანდარტით მოქმედებს.
„როცა ისინი კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვენ, ეს არასერიოზულია. კი ბატონო, მსოფლიოში კრიმინალის პოპულარიზაციას ხელი შეუწყონ, რითაც მათივე რეპუტაცია კნინდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: