Digest Logo

მაჭავარიანი დევიდ ო’სალივანის მადლობაზე: ოთხივე რადიკალური პარტია და მდიდარი ენჯეოები ეწეოდნენ კამპანიას, თითქოს საქართველო „შავი ხვრელია“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით, ბევრჯერ დადასტურდა, რომ ეს ბინძური პროპაგანდა იყო

1761805601
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის წერილს გამოეხმაურა, რომელშიც დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.

„ოთხივე რადიკალური პარტია (კოლექტიური ნაცმოძრაობა) და მდიდარი „ენჯეოები“ ეწეოდნენ ჩვენი ქვეყნის გაშავების კამპანიას, თითქოს საქართველო „შავი ხვრელია“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით. უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უღრმესი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის!“ - რას წერს გია ბაღაშვილი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი