Digest Logo

მაია ნიკოლეიშვილი „ემპათიას“ დასკვნაზე - ეს დასკვნა არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და მეტი არაფერი

1669973111
მაია ნიკოლეიშვილი

„ჩემი, ექსპერტის თვალით დანახული, ეს დასკვნა არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა, მეტი არაფერი. არც მისი დიაგნოზებია, არც ერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტს დასაბუთება არ აქვს. რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ემოციებისთვის აგებული“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, მოსამართლეს სჭირდება არგუმენტები და არა ვარაუდები.

„მე არ ვიცი მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, არც დიაგნოზები წერია. მე სააკაშვილს არ და ვერ თანავუგრძნობ, არ შემიძლია, მაგრამ ვინაიდან ვრჩები ადამიანად და ვარ ექიმი, ვცდილობ შევინარჩუნო ობიექტურობა. არც მისი დიაგნოზებია, არც ერთ აქ ჩამოთვლილ პუნქტებს დასაბუთება არ აქვს, იმ სიმპტომებს, ამიტომ ეს არის ბოლი, ჩვეულებრივი კვამლი და არასერიოზული მიდგომა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ემოციებისთვის აგებული. როდესაც ვიღებ ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზას და ვხედავ, რომ პაციენტი მძიმეა, მკვლელობის საქმეს გადავდებ გვერდზე, მოვაცდევნებ, რომ იმ ადამიანს მართლა რამე არ გაურთულდეს და არ დაიღუპოს. ყველაფერი გადადებული მაქვს, რომ მას ვუშველო. კაი, დამატებითი კვლევა გააკეთე, ერთი, ორი, სამი, ოთხი, არსად არგუმენტი არ ნახე, ანუ ეძებდი, რომ იქნებ კიდევ რამე გამოვიდეს. მას რა ჭირს ვერ ვიტყვი, საეჭვოა, რატომ იცით? ამ 6 თვეში ნუთუ ვერაფერი ნახე ისეთი, რომ ამბობ, რომ კუჭის ბიოფსია გერმანიაში ტარდება. საქართველოშიო რამდენი წელია ტარდება კუჭის ბიოფსია, ეს რაღაც პრობლემა გახდა? ტვინის სითხეო - საქართველოში არ იკვლევენ? ჩვეულებრივად იკვლევენ, თუ რაღაც განსაკუთრებულია, იგზავნება ლაბორატორიებში, ოღონდ აღებული უნდა იყოს სწორად. დავუშვათ რენტგენოგრამას ვუკეთებ პატიმარს, მივიყვანე, აუცილებლად მე თვითონ ვესწრები, რომ ნამდვილად მისია, რომ მას არ ჰქონდა მონეტა, არ დაადებს და ფილტვზე ჩრდილი არ გამოჩნდება.

ეს იცით რამდენი რამეა. ის, რომ აქ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური კვლევა, მე ამან გამაკვირვა, ერთგან ვიხუმრე კიდეც, თუ პუტინის პირადი პატიმარია, მაშინ რადიაქტიული ნივთიერებები უნდა იყოს-თქო და აქ დაუწერიათ კიდეც, იქნებ რადიაქტიულიც არისო. რაც თავში მოგივა, ყველაფერი ჩაყრილია აქ. არც ერთი პოზიცია არ არის არგუმენტირებული და ეს რატომ არის იცით ცუდი? ერთი, რომ საზოგადოებისთვის ამდენ თვიანი კვდება, კვდება, კვდება და არაფერს არ აძლევს, მეორე - მოსამართლემ აქ რა უნდა იმსჯელოს? მოსამართლეს სჭირდება არგუმენტები და არა ვარაუდები. მოსამართლემ აქედან რა უნდა გააკეთოს? როდესაც იცი დასკვნა როგორ დაწერო, წესია ასეთი, იქ არ უნდა იყოს არც ერთი სამედიცინო ტერმინი, თუ სამედიცინო ტერმინია, მაგალითად ინტოქსიკაცია, ფრჩხილებში უნდა ჩაუწერო მოწამვლა, იმიტომ, რომ მოსამართლე არის იურისტი და აქ მუშაობ იურისტისთვის. ეს არის წესი ჩვენს სპეციალობაში და აუცილებლად უნდა იყოს გასაგები, ლიტერატურას მივუთითებ, რა გამოვიყენე, თუ რაღაცაში დარწმუნება უნდა. მოსამართლეს სჭირდება არგუმენტაცია. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შენ რასაც ეუბნები, ეს დასაბუთებულია. კონკრეტულ პათოლოგიას კონკრეტული დასაბუთება სჭირდება. აქ მსგავსი არ არის“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილი ბრალდებულია, მას გადავადება ვერ გაუკეთდება, გამორიცხულია. ნახევარ სააკაშვილს ვერ გაუკეთებ გადავადებას.