„მრცხვენია, რომ ოდესღაც თქვენ გიჭერდით მხარს“ - ამ სიტყვებით იოსებ გოგაშვილის შვილი „ოცნებას“ მიმართავს. ნიკა გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვისაც მათი ოჯახისთვის ოდესმე გამარჯობა უთქვამს, ყველას იბარებენ დაკითვაზე.
„მრცხვენია, რომ ოდესღაც თქვენ გიჭერდით მხარს. ისე იქცევით და ისეთ რეპრესიებს გვიწყობთ, არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ, რომ 9 წლიანი რეჟიმი გაიხსენოთ ან ხალხს ის უთხრათ, რომ თქვენ ჰუმანურები და კანონის დამცველები ხართ. ვისაც იდესმე ჩვენთვის გამარჯობა უთქვამს ყველას იბარებთ.
რა შეიცვალა? არაფერი.
ისევ მოსმენა
ისევ დაშინება
ისევ მოსყიდვა
ისევ ჩადება
ისევ იგივე ხალხი/ უფრო კარგად კი არა ცოტა ნაკლებად ცუდად ვართ.
პ.ს. შიში მარტო ღმერთის გვაქვს მეც და ჩემს ოჯახსაც და მამაჩემის გამო სიკვდილიც ვერ შეგვაშინებს“, - წერს ნიკა გოგაშვილი.