„კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარას, მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას… “ - წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.
მისი თქმით, ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს.
„მელიას პირად ჩანაწერებზე: გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარას (ფორმულას თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან - ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც ერთ-ერთ insecure წამყვანს დასცინა) მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…
ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს… ასეთ ფურუნკულს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ახალი ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება სჭირდება.
ამას ვაკეთებთ ჩვენ - ევროპული საქართველო. ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოებთ. ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულის ამრევია. (ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.