Digest Logo

„ყველა იდიოტები ვართ“ - ნიკა გვარამიას პასუხი ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, საარჩევნო ატრიბუტიკის შეცვლაზე რატომ არ განაცხადეს ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევნებამდე

1731661572
ნიკა გვარამია

„ყველა იდიოტები ვართ“, - განაცხადა პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „პოს ტივი“-ს ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ განაცხადეს ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საჯაროდ იმის შესახებ, თუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საარჩევნო ბიულეტენები, ჩარჩო-კონვერტი და მარკერი შეიცვალა.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას შემდეგი კითხვით მიმართა:

„თქვენ ახსენეთ, რომ შეცვლილი ბიულეტენების სისქე, ასევე, რომ ჩარჩო კონვერტი და მარკერი შეიცვალა სამი დღით ადრე. თქვენ როგორც პოლიტიკოსმა, ხმის მიცემის დროს, როგორც კითხვას გაეცით პასუხი, ვერ აღმოაჩინეთ და ამას არც არავინ გთხოვდათ, მაგრამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენლები ხომ არიან, თქვენს კოლეგებს ხომ ჰყავთ ოპოზიციიდან, არ მოგიკითხავთ მათთან, იცოდნენ თუ არა, რომ რამე იცვლებოდა, იყვნენ თუ არა სტამბაში ისინი, თქვენ ხომ გაქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან“.

ნიკა გვარამიამ კი პასუხად განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მან ვის რა მოკითხა და ვის რა შეეშალა.

„ფაქტებზე ვილაპარაკოთ. იყო გამჭვირვალე ფურცელი, იყო მარკერი, რომელიც ჟონავდა და იყო დამოკლებული კონვერტი. ლოგიკა და რაციონალიზმი ხომ არსებობს? რატომ უნდა შეიცვალოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა წინარე რაც არის, მუშაობს კარგად და არავის პრეტენზია არ აქვს“, - განაცხადა გვარამიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს რომ შეიცვალა, რატომ არავინ თქვა და არ გაამახვილა ყურადღება, ნიკა გვარამიამ უპასუხა: „ყველა იდიოტები ვართ, როგორც თქვა ზურამ“.

„მაშინ ძალიან ცუდია, რომ ქვეყნის მართვაზე გაქვთ პრეტენზია“, - დაასკვნა ჟურნალისტმა.