Digest Logo

🎥 არის თუ არა ჭარბი წონა გენეტიკის ბრალი? - ენდოკრინოლოგის განმარტება მარადიულ შეკითხვაზე

1795680563
ჭარბი წონა

„ჯაფარას პოდკასტის“ სტუმარი ენდოკრინოლოგი მაია ქობულია იყო, რომელმაც წონის კლებისა და ჭარბი წონის მიზეზებზე ისაუბრა. ენდოკრინოლოგმა იმ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ადამიანები კალორიების დათვლისას უშვებენ და განმარტა, რა კავშირია ჰორმონებსა და წონას შორის.

„ხშირად მოდიან ჩემთან პაციენტები, რომლებიც მეუბნებიან რომ არაფერს არ ჭამენ, თუმცა როდესაც დეტალურად ჩავეძიები და ვკითხავ: „რა ჭამე გუშინ?“ გაახსენდებათ ყველაფერი. რაღაცები გროვდება, რასაც დღის განმავლობაში იღებენ ადამიანები და არ აქცევენ ყურადღებას, ჰგონიათ რომ კერძი, რაც სადილზე ჰქონდათ ცოტა ჭამა, მაგრამ მთლად ასეც არ არის. მაგ: 1 პატარა სნიკერსი, 1 ჯანმრთელ სადილს უდრის.

გლუკოზა, რომელიც არ დაიხარჯა შაქრის მატებასთან ერთად იწვევს ცხიმის მატებას, გადადის ცხიმში და ქმნის ენერგიის მარაგს, მაგრამ რეალურად, ეს არის ზედმეტი წონა.

ძალიან ხშირად შეიძლება გვეგონოს, კალორიულ დეფიციტში ვართ, თუმცა არ არის სწორად დათვლილი პირველი კალორიის ხარჯვა, ანუ ადამიანს ჰგონია, რომ ხარჯავს საკმარისად, თუმცა მისი ფიზიკური დატვირთვა არ არის ის, რაც მას ჰგონია და შესაბამისად, ხარჯიც არის ბევრად ნაკლები. ალკოჰოლურიც და არა ალკოჰოლური ტკბილი სასმელები, რომელსაც საერთოდ სათვალავში ძალიან ხშირად არც ახსენდებათ, ისიც კალორიებში უნდა ჩათვალონ“, - განმარტავს ენდოკრინოლოგი.

მედიკოსის განმარტებით, ჰორმონებსა და ინსულინს დიდი გავლენა აქვს ადამიანის წონაზე:

„ამასთან, ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ჰორმონების ბალანსი, რომელიც მოქმედებს წონაზე, მათ შორის, ცხოვრების წესი. შესაბამისად, კალორიების დახარჯვა და მიღება უნდა იყოს თანაბარი. 

წონის განსაზღვრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, თუ აღნიშნული ჰორმონი ზედმეტია, ამ შემთხვევაში ყველაფერი აჩქარებულია, მათ შორის წონის კლებაც. ანუ ადამიანი იკლებს წონას, აქვს გული აჩქარებული, აქვს ხელების კანკალი, სიცხის შეგრძნება მუდმივი და ასე შემდეგ. მეორე უკიდურესობა ამისი ჰიპოთირეოზი, პირიქით, როცა შემცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რაოდენობა - ყველაფერი არის შენელებული, არის მუდმივი სიცივის შეგრძნება, წონის მატება, ეს წონის მატება არის, როგორც ვთქვათ ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე, ასევე სითხის დაგროვების ხარჯზე და შესაბამისად სასწორზე წონა არის ბევრად უფრო მაღალი“, - აღნიშნავს მაია ქობულია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ვის გაუმართლებს წლის ბოლო თვეში? – ზოდიაქოს 4 ნიშანი ფინანსური იღბლისა და წარმატების მოლოდინში

🎥 „დაე, გავილანძღო, როგორც ექიმი, მაგრამ როგორც ბებია, კმაყოფილი ვარ...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ნადირაძე

🎄3 რამ, რაც ნაძვის ხის ქვეშ უნდა დადოთ, რომ წელი ბარაქიანი იყოს

✕