ექიმი, ფსიქობიოენერგოთერაპევტი, ფიტოთერაპევტი თინათინ მაჩაიძე სოციალურ ქსელში ნევროზის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ხშირად ორგანიზმის ბალანსის დარღვევით იწყება.
მისი თქმით, ნევროზული მდგომარეობის მართვას ეფექტურობას სძენს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება:
„იცოდით, რომ ნევროზი ხშირად იწყება მაშინ, როდესაც ორგანიზმის ბალანსი ირღვევა.
წინა პოსტში აღნიშნული ფიზიოლოგიური ფაქტორებიდან გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ხშირად იწვევს ნევროზულ მდგომარეობას:
ტვინის ქიმიური დისბალანსი
ნეირომედიატორების – სეროტონინის, დოფამინის, ნორადრენალინის – დონის ცვლილება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს განწყობასა და ემოციურ სტაბილურობაზე.
ქრონიკული სტრესი
როდესაც სტრესი ხანგრძლივია, კორტიზოლი მუდმივად მაღალია რაც იწვევს ნერვული სისტემის გადაღლას.
ენდოკრინული დარღვევები
• თირეოიდული ჰორმონების დისბალანსი
• ჰორმონალური ცვლილებები (მენოპაუზა, პრემენსტრუალური სინდრომი /PMS)
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ეს პერიოდი მოიცავს:
• მკვეთრ ჰორმონალურ ცვლილებებს.
• ორგანიზმის ფიზიკური აღდგენის ფაზას.
• ემოციურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას ახალ მდგომარეობაზე.
სწორედ ამ პერიოდში შეიძლება განვითარდეს:
• მსუბუქი ემოციური ცვალებადობა, ტირილის სურვილი, დაღლილობა და მომატებული შფოთვა.
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• B ჯგუფის ვიტამინები
• მაგნიუმი
• D ვიტამინი
• ომეგა-3
მათი ნაკლებობა ასუსტებს ნერვული უჯრედების მუშაობას.
ქრონიკული დაღლილობა და ძილის დარღვევა
არასრულფასოვანი ძილი იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვას და აძლიერებს შფოთვით რეაქციებს.
ინფექციები და ქრონიკული ანთება
ორგანიზმში მიმდინარე გრძელვადიანი ანთებითი პროცესები (მაგ. ფარისებრი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება და სხვა. ) მოქმედებს მთლიან ემოციურ ფონზე.
ჟანგბადის უკმარისობა
ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის (სისხლის მიმოქცევის დარღვევა) , ანემიის და სუნთქვითი პრობლემების დროს → ტვინი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს და იწვევს როგორც გაღიზიანებას ასევე შინაგან დაძაბულობას სხვა ჩივილებთან ერთად.
გენეტიკური ფაქტორი
ზოგიერთ ადამიანს უფრო მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვს, რასაც განაპირობებს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. რასაკვირველია გენეტიკური ფაქტორი არ ნიშნავს გარდაუვალ აუცილებლობას, თუმცა იზრდება მგრძნობელობა სტრესორების მიმართ.
დასკვნა: ნევროზული მდგომარეობის მართვას, ეფექტურობას სძენს, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება“, - წერს თინათინ მაჩაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩინური ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელიც 21 იანვარს დიდ იღბალსა და კეთილდღეობას მოიზიდავს