Digest Logo

„ეს საშუალება ძალიან ეფექტურია, როცა სიცხის დამწევი არ მუშაობს“ - როგორ ვმართოთ მაღალი სიცხე სხვადასხვა მედიკამენტით და სწორი შუალედებით

1643871714
სიცხე

კორონავირუსით ინფიცირების დროს მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია, რომელიც მშობელს აშინებს, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ძნელად ექვემდებარება სიცხის დამწევებს. პედიატრი, თსუს პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ საუბრობს, როგორ უნდა ვმართოთ ბავშვებში ტემპერატურა სახლის პირობებში და რა წესები უნდა დავიცვათ პრეპარატების გამოყენებისას. 

„ცხელების მართვა კოვიდის დროს ისევე ხდება, როგორც აქამდე, ნებისმიერი სხვა ინფექციის შემთხვევაში. ბავშვებში რეკომენდებულია ორი მედიკამენტი: პარაცეტამოლი და იბუპროფენი. სიროფის სახით იქნება თუ ტაბლეტირებული, ეს ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. შესაძლებელია მათი ჩანაცვლებაც. თუ დამწევს არ დაემორჩილა, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, მივაშველოთ გაგრილება ფიზიკური მეთოდით. წყალი თბილი, ოთახის ტემპერატურის, დაახლოებით 20 გრადუსი უნდა იყოს, რადგანაც ისედაც გახურებულია ბავშვის ორგანიზმი და შესაბამისად, ცივი წყალი სისხლძარღვებს შეავიწროვებს და ხელს შეუშლის სითბოს გაცემას. რეალურად კი იმიტომ ვზელთ, რომ სისხლძარღვები გავაფართოვეთ, რომ სითბოს გაცემა გაიზარდოს. ამიტომაცაა რეკომენდებული უფრო თბილი წყლით დაზელვა. ტემპერატურის მართვის დროს მედიკამენტით უნდა დავიწყოთ. მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება და თუ არ გვაქვს შედეგი, მერე მივაშველოთ ფიზიკური გაგრილების საშუალება.

თუ პრეპარატმა არ იმუშავა, მინიმუმ სამი, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი 4 საათი უნდა გავიდეს, რომ კვლავ მივცეთ მედიკამენტი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ 24 საათის განმავლობაში 5 დოზა დამწევის მეტი არ გამოვიყენოთ. 4-5 საათიანი შუალედით შესაძლებელია სიცხის დამწევის მიცემა, მაგრამ უფრო მეტი დოზა არ არის სასურველი რადგან როგორც ყველა მედიკამენტს, მათაც შეიძლება გარკვეული გვერდითი ეფექტები ჰქონდეთ.
ინტერვალის დაცვა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით მივიღებთ ამ წამალს. სანთლის ფორმაშიც იგივეა, რაც დასალევ მედიკამენტშია. ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, რომ შუალედი ყველა შემთხვევაში დავიცვათ“, - განაცხადა ნანუკა ყავლაშვილი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? უხ, თქვენი...“ - სოსო გოგაშვილი თენგიზ ცერცვაძეს დაუპირისპირდა

🔵„PCR ტესტის გარეშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს“ - ექიმი სოფო ბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

🔵„თემურ წიკლაური კოვიდით არ გარდაცვლილა და ამას თუ გინდა დაგიმტკიცებთ“ - ეკა კვალიაშვილის სკანდალური განცხადება

🔵„თქვენი განცხადება სიცოცხლისთვის სახიფათოა“ - ირაკლი იმნაიშვილის და ეკა კვალიაშვილის სკანდალური დაპირისპირება