
ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 69 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - „ყავისფერი ლაქები კანზე - ხალები, ჭორფლები, მზის ლაქები თუ კანის კიბო?“
ეს არის თემა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს.
მისი თქმით ყავისფერი ლაქები შეიძლება იყოს არა საშიში და ამასთან საშიშიც, სწორედ ამის შესახებ გვიზიარებს იგი საჭირო რჩევებს.
„ყველაზე ხშირი მიზეზი ყავისფერი ლაქების არის სოლარული ლენტიგო - მზის ლენტიგო, ან ასაკის ლაქები.
ასაკოვან ადამიანებს აქვთ ხოლმე ლაქები, რომლებიც გლუვია და არ აქვს ამოწეული ფორმები. ეს ხდება იმის გამო, რომ მზეზე ხანგრძლივად ატარებდნენ დროს.
ლაქები ხშირია 40 წლის ზემოთ და ადამიანების 90%-ზე მეტს აქვს. ისინი არ არის საშიში და, როგორც წესი, 20 მილიმეტრზე ნაკლებია ზომაში.
აღნიშნული ლაქები შეიძლება გაჩნდეს ხელზე, მკლავებზე, მკერდზე, შუბლზე, სახეზე და ზოგადად იქ, სადაც მზე ყველაზე ხშირად ხვდება.
აღნიშნული ლაქებისგან თავის დასაცავად პირველი ნაბიჯი არის მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება.
ასევე შეგიძლიათ, წაისვათ აღნიშნული საცხი სახეზე, მხრებზე და ხელებზე“, - ამბობს კოტე თოდუა.
„ასევე, ნებისმიერი კანის ანთების შემდეგ, შესაძლოა სახეზე გაჩნდეს გამონაყარი, რომელიც ააქტიურებს მელანოციტებს. მელანოციტები გამოიმუშავებს მელანინს და კანი ყავისფერდება. ეს არ არის საშიში, თუმცა ხშირია. დროთა განმავლობაში შესაძლოა, გავიდეს კიდეც და გახდეს ფერმკრთალი.
მისი მკურნალობა შესაძლებელია. გამოიყენება ადგილობრივი რეტინოიდები და კრემები, რომლებიც ღამით უნდა წაისვათ.
მელაზმა - ეს პრობლემა ხშირად ემართებათ ქალებს 20-40 წლამდე ასაკში, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში. ბევრ ქალს აქვს სახეზე, თუმცა ის არ არის საშიში.
არსებობს მისი მკურნალობის საშუალებაც. დამწვრობა ააქტიურებს მელანოციტებს, ამიტომ აუცილებელია მოერიდოთ მზეს და გამოიყენოთ მზისგან დამცავი“,- დასძენს იგი.
„რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო მეტი ლაქა უჩნდება. ასეთია, მაგალითად, სებორეული კერატოზი, რომელიც გარეგნულად ჰგავს გამონაყარს ან მეჭეჭს, თუმცა არ არის საშიში.
50-60 წლის ასაკის შემდეგ, პრაქტიკულად ყველას ერთი მაინც უჩნდება. ის შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე - ფეხის და ხელის გულების გარდა და შესაძლოა, მრავლობითიც იყოს.
თუ რომელიმე ლაქა იზრდება, ფერს ან ფორმას იცვლის, აუცილებელია გაკეთდეს ბიოფსია, რათა გამოირიცხოს სერიოზული პათოლოგია“,- ამბობს კოტე თოდუა.
„ხალები – თითქმის არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთი ხალი მაინც არ აქვს. მზეზე დიდხანს ყოფნისას ხალების რაოდენობა მატულობს, განსაკუთრებით მათთან, ვინც ხშირად ატარებს დროს ღია მზის ქვეშ.
ატოპიური ხალი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან მას აქვს დაახლოებით 10%-იანი რისკი გადაგვარების და შესაძლოა მელანომად გადაიქცეს.
⚠️ საეჭვოა ხალი, თუ:
არის ასიმეტრიული;
აქვს დატიხრული ან არათანაბარი კიდეები;
შეიცავს სხვადასხვა ფერს ერთსა და იმავე ხალში;
იზრდება ზომაში ან იცვლის ფერს.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბიოფსია.
ლენტიგომალიგნა და მელანომა კანის სიმსივნეებია.
ლენტიგომალიგნა ნელა იზრდება და დიდხანს შეიძლება შეუმჩნეველი იყოს.
მელანომა კი არის კანის ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო), რომელიც ხშირად ხალებისგან ვითარდება. იგი ყავისფერი ან შავი ლაქით იწყება, დროთა განმავლობაში იზრდება და განსაკუთრებით იმ ადგილებში ჩნდება, სადაც კანი მზეს ექვემდებარება.
რისკი განსაკუთრებით მაღალია ღია კანისა და ღია თვალების მქონე ადამიანებში“,- ამბობს იუთუბერი ექიმი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ სამყაროში ფული კი არა, მოგონებები შეაგროვეთ“ - ხატია სიჭინავა
⭕„გთხოვთ, გაითვალისწინოთ!“ - კობა ფარტენაძე 21 აგვისტოს მოსალოდნელ ამინდზე მოსახლეობას აფრთხილებს!