Digest Logo

ხრიკები ლაქების მარტივად ამოსაყვანად - ეს ბევრმა არ იცის!

29 მარტი 15:55
ხრიკები ლაქების მარტივად ამოსაყვანად

ლაქების ამოყვანის ხერხები დიასახლისებში პოპულარული და მეტად საჭირო თემაა. ამიტომ მათ მოსაშორებლად რამდენიმე მარტივ ხრიკს გასწავლით:

თუ სამოსზე ცხიმის ლაქაა, მოაყარეთ საჭმლის სოდა და დალაქავებული ადგილი კარგად დასრისეთ. შემდეგ თბილი წყლით გააცალეთ...

ცხიმს ებრძვის გაზიანი მინერალური წყალიც.

დეზოდორანტის ლაქებს ეფექტურად ებრძვის სოდა. სოდისა და წყლისგან გააკეთეთ „ფაფა“ და პრობლემურ ადგილზე კარგად წაუსვით. მარილის და ძმრის სინჯვაც შეგიძლიათ.

ბალახებისგან დასვრილი სამოსი ძმრით უნდა გაწმინდოთ. კენკრის ლაქას მდუღარე წყალი ებრძვის. თუ ყავა დაგესხათ, სოდით ამოიყვანთ. ქსოვილზე დასხმული ზეთი დაფხვნილ ცარცს ამოჰყავს.

საღეჭ რეზინს ყინული ებრძვის. ქსოვილზე დაკრულ კევს ყინულის ნაჭერი წაუსვით, ცოტა ხნით გააჩერეთ და რეზინი უკვალოდ მოსცილდება.

სისხლის ლაქა ცივ წყალსა და სარეცხის საპონს ამოჰყავს.

ღვინო ამოჰყავს ნიშადურს. შავი ღვინო და მარილი ხომ კლასიკაა. ოფლის ლაქა ამოჰყავს ლიმონის წვენს. თუ შალის ქსოვილზეა - სპირტის ხსნარი, რომელსაც ასე გააზავებთ: 1 ს.კ. ძმარს ან სპირტს 1 ჭიქა წყალი დაასხით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მამა და პატარა ნინა – ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „მქონდა მძიმე დაავადება, გადაწყვეტილება არ გამეკეთებინა ოპერაცია და მივსულიყავი ფსიქოლოგთან...“ - ცისანა სეფიაშვილი

⭕„დედა 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა, უკვე 5 წელია ემიგრაციაშია და ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო...“ - რას ჰყვება მარიამ შენგელია

⭕„როგორ ბედავთ ან ვინ გეკითხებათ დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშაო და ვინ მიყვარდეს?! მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და იქნებ უკეთესად იგრძნოთ თავი“ - თათული  ედიშერაშვილი