Digest Logo

🎥 კლიმაქსის სიმპტომები და მკურნალობის ორი გზა - გინეკოლოგი ქალებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

1791893111
მაია პარკაია

კლიმაქსი (კლიმაქტერიული პერიოდი ან მენოპაუზა) არის ორგანიზმის ბუნებრივი ფიზიოლოგიური გარდაქმნის ეტაპი, რომლის დროსაც ხდება რეპროდუქციული (შვილოსნობის) ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითება და შეწყვეტა. ეს პროცესი გამოწვეულია სასქესო ჰორმონების, ძირითადად ესტროგენისა და პროგესტერონის, პროდუქციის შემცირებით.

ქალებში ის საშუალოდ 45-55 წლის ასაკში იწყება, თუმცა ინდივიდუალურია.

კლიმაქსის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე ექიმი, გინეკოლოგი მაია პარკაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს:

„კლიმაქსის დროს სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, წამოხურება, შფოთვა, ძილის დარღვევაა, გამოწვეულია ქალის ჰორმონის, ესტროგენების შემცირებით. ეს მნიშვნელოვნად აქვეითებს ქალის ცხოვრების ხარისხს.

თანამედროვე გინეკოლოგიაში არსებობს კლიმაქსის მკურნალობის 2 მეთოდი: არაჰორმონალური და ჰორმონალური. 

არაჰორმონალური გულისხმობს ფიტოესტროგენების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენებას. ეს არის ალტერნატივა იმ ქალებისთვის, ვისაც კატეგორიულად აკრძალული აქვს ჰორმონოთერაპია და მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ.

ჰორმონალური, ესტროგენ ჩანაცვლებითი თერაპია, მოქმედებს როგორც სიმპტომებზე, ასევე აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ხელს უშლის ძვლების ოსტეოპოროზული დაზიანების და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარებას.

მეთოდის შერჩევა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ, გამოკვლევების შემდეგ“, - ამბობს მაია პარკაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ვაკონტროლოთ სიზმრები? - 5 მეთოდი, რომელიც გაცნობიერებული სიზმრის ნახვაში დაგეხმარებათ

⭕„შესანიშნავი შედეგია, შოკში ვარ“ - როგორ გამოიყურება მაკა ხიზანიშვილი სახის კანის დაჭიმვის შემდეგ

⭕„სასოწარკვეთილებაში ვარ, ჩემი საყვარელი ვაჟი...“ - ბრაიან კრენსტონი არ ჯეი მიტს ემშვიდობება

✕