Digest Logo

🎥 „ქალი და კაცი არიან, თუ არა ქორწინებაში, შვილი უნდა გააჩინონ...“ - როგორ უნდა გავუმკლავდეთ უგუნებობას და დეპრესიას მშობიარობის შემდეგ?

1738942701
 ლალი ცხოვრებაშვილი

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას და როგორ უნდა გავუმკლავდეთ უგუნებობას მშობიარობის შემდეგ? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა, ლალი ცხოვრებაშვილმა ისაუბრა:

„მზაობაა აუცილებელი დედობისთვის. ამისთვის ძალიან კარგი კურსებია სხვათა შორის და არსებობს ლექციები. როგორ შეიძლება ქალი, რომელიც დაორსულდა და უნდა შვილი ჰყავდეს, იყოს დეპრესიაში. ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გარკვეული, ფსიქოლოგიური ფაქტორები იღებს მონაწილეობას. მას გვერდში უნდა დაუდგნენ ახლობელი ადამიანები, ექიმი და დღევანდელობაში აღარ უნდა იყოს დეპრესია. ბედნიერებაა, როდესაც შვილი გიჩნდება. დედამ უნდა ეცადოს ნატურალური დედის რძე მიაწოდოს ბავშვს. ასევე უნდა ეცადოს ყურადღება დაუთმოს, თუმცა პარალელურად შემოქმედებითადაც დაკავდეს. ყველა დედას, რომელიც შრომობს და საქმეს აკეთებს, ექნება ნაკლებობა შვილთან ურთიერთობისა. ჰორმონალური დარღვევაა არ არის ფაქტორი დეპრესიისა, ფსიქოლოგიური ფაქტორი უფრო დიდია, სწორედ ამიტომ უნდა ჰყავდეს ყველა ორსულს საკუთარი ექიმი, რომელიც გვერდში დაუდგება“, - ჰყვება ლალი ცხოვრებაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამბობდა - რომ გავიცანი და ავხედე აღარ დამთავრდა იმხელა იყო, სიცილი ამიტყდაო...“ - რას ჰყვება ზაზა ფაჩულიას სიდედრი?

🎥 „არ გაასესხოთ ფული, არ დაიწყოთ ახალი არაფერი, 12 და 28 თებერვალი სატანური დღეა!“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

⭕ზოდიაქოს ამ ოთხ ნიშანს, შანსი აქვს გახდეს მილიონერი