Digest Logo

🎥 რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე? - ზაზა თელიას განმარტება

1750830531
ზაზა თელია

რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:

„სტრესის დროს მექანიზმი არის ასეთი - ორგანიზმი რთავს საპასუხო რეაქციას და ჩვენი თირკმელს ზედა ჯირკვალი გამოსტყორცნის ხოლმე კორტიზოლს. სტრესის ფონზე სწორედ ასე ხდება და ეს კორტიზოლი მთლიან ორგანიზმზე ახდენს გავლენას, მათ შორის კანზეც. კანი ერთ-ერთი დიდი ორგანოა. იქ კიდევ ბევრი ჰორმონია, თუმცა ძირითადად ეს არის დამნაშავე. გარკვეულწილად უნდა ვეცადოთ, რომ სტრესმა ქრონიკული ხასიათი არ მიიღოს.

არსებობს მწვავე და ქრონიკული სტრესი, რომელმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

პირველი ნიშანი არის გამონაყარი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლები ბევრია. უფრო მეტი გამომუშავებული ცხიმი ახშობს სადინარს, ფორებს რასაც ვეძახით და უწყობს გამონაყარს ხელს. თუმცა აკნე სტრესით ადამიანს არ დაემართება. ასევე არღვევს კანის ბარიერებს და მის ფუნქციას“,- ამბობს ზაზა თელია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საბა ერთი თვის“ - მარიამ ელიაშვილი ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს

⭕ Cardi B-მ ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი დაადასტურა