Digest Logo

რა ქმნის წარმატებულ გუნდს? - ვასილ რევიშვილმა სამი მთავარი კრიტერიუმი დაასახელა

1793360125
რა ქმნის წარმატებულ გუნდს? - ვასილ რევიშვილმა სამი მთავარი კრიტერიუმი დაასახელა

პოდკასტში „წარმატების ფორმულა“ სტუმარს, ფინანსისტ ვასილ რევიშვილს ჰკითხეს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული გუნდის ჩამოყალიბებისთვის.

რევიშვილის განმარტებით, პირველ რიგში, გუნდის წევრებს საერთო ფასეულობები და საქმიანობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება უნდა აერთიანებდეთ.

„ერთიანი ფასეულობები, ურთიერთპატივისცემა და ლიდერი - სწორედ ეს არის წარმატებული გუნდის შესაქმნელად სამი მთავარი კრიტერიუმი. ლიდერი აუცილებელია“,- განმარტავს ფინანსისტი.

მისი შეფასებით, წარმატებული გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქმის ორგანიზება, არამედ საერთო მიზნისა და ურთიერთნდობის ჩამოყალიბებაც.

ვრცლად, ნახეთ ბმული კომენტარებში:

✕