მარგარინი, ყოველთვის შეიცავენ ტრანსცხიმებს - ალბათ, ყველას გაგიგიათ ეს გამოთქმა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული გამოთქმა - სწორედ ამ თემის შესახებ საუბრობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
„ტრანსცხიმები არის ცხიმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საზიანოდ ითვლება.
ეს არის ცხიმები, რომლებიც ხშირად გვხვდება იაფფასიან, გადამუშავებულ და ფასტფუდის პროდუქტებში. ის ზრდის ქოლესტერინს და გულის დაავადებების რისკს.
საქართველოს კანონმდებლობით ცხიმის საერთო მასაში ტრანსცხიმების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2%-ს.
საქართველოში 4 ყველზე პოპულარულ მარგარინში - ონა, ონა კრემი, ბიზიმი და დაჩა, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევა და შედეგებმა აჩვენა, რომ ტრანსცხიმების რაოდენობა არ აღემატება დასაშვებ ნორმას“, - ამბობს ირაკლი არაბული.
ნახეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს სახლის პირობებში - არუნ ხათრი მარტივ საშინაო მეთოდს გვიზიარებს
⭕„ტრადიციული შაბათი დღე“ - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს