Digest Logo

🎥 ❌ რატომ არ უნდა მივაღებინოთ ბავშვს ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი პროფილაქტიკის მიზნით? - პედიატრის განმარტება

1758610157
პედიატრი

რატომ არ უნდა მივაღებინოთ ბავშვს ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი პროფილაქტიკის მიზნით? - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრი მაია ჩხაიძე საუბრობს.

„ჩვენთან იწვა კლინიკაში ერთი ბავშვი, რომელსაც მიღებული ჰქონდა ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატი პროფილაქტიკის მიზნით, მას დაეწყო ღვიძლის უკმარისობა, რეანიმაციაშიც იწვა და დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, ჯანმრთელად გაგვეწერა კლინიკიდან. 

ყველა ჭიას უნდა სხვადასხვანაირი მკურნალობა“, - ამბობს პედიატრი.

იგი ასევე გვიზიარებს ინფორმაციას, თუ  როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭია ჰყავს და სიმპტომები, რაც სხვა დაავადებებში არ უნდა აგვერიოს. 

„მრავალფეროვანია სიმპტომები - ძირითადი კი არის ხშირი მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით ჭიპის მიდამოში და ღამით სწორი ნაწლავის ქავილი, უმადობა,“ - ამბობს მაია ჩხაიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 როგორ გამოიყურებოდა ჯანეტ ქერდიყოშვილი „თბილისობა 2025“-ზე

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება