
რომელი ჯანმრთელობის პრობლემები მწვავდება ბავშვებში გაზაფხულზე და როგორ ვმართოთ? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექიმმა, პედიატრმა თემურ მიქელაძემ ისაუბრა:
„ზოგადად სეზონურად დაყოფა ინფექციების არ შეიძლება. თუმცა არის ინფექციები, რომლებიც გარკვეულ სეზონებზე მწვავდება და მომართვიანობაც შესაბამისად მაღალია. თუ გადავხედავთ გავრცელებას, აქამდე იყო 70 პროცენტი და ჩამოვიდა 40 პროცენტამდე. ასევე გახშირდება ამ დროს ე.წ კრუპის სინდრომი. აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი იძინებს, იღვიძებს ჩახლეჩილი ხმით. ამ დროს საჭიროა ვიცოდეთ რა დროს რა უნდა გავაკეთოთ. 5 წლამდე ბავშვს ეს კრუპი უმეორდება, მიიჩნევენ რომ თუ ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ბავშვს, შემდგომი გამეორებები უფრო იოლ ფორმაშია. ასევე გაზრდილია ჩუტყვავილაზე მომართვიაობა“, - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: