რა ზიანს აყენებს პურის რაციონიდან ამოღება ადამიანის ორგანიზმს?
რა ალტერნატიული გზებით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ის?
აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
როგორც მედიკოსი აცხადებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში პურის მიღება აუცილებელი და დაშვებულია.
მისივე თქმით, პურში არსებული B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემაზეა პასუხისმგებელი. ასევე, მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობისთვის.
„ჩვენ, როცა პაციენტის რაციონს ვადგენთ, მინიმუმ ერთი ნაჭერი პური მაინც ფიგურირებს ჩამონათვალთა სიაში. ყველაზე მაღალი კალორიულობით რა თქმა უნდა თეთრი პური გამოირჩევა, ხშირად ანაცვლებენ მას ე.წ ბებოს პურით თუმცა, მინდა ვთქვა რომ მისი კალორაჟი არც თუ ისე დაბალია“, - ამბობს შოთა ჯანჯღავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ დაიკლო თათია სულუაშვილმა წონაში და რა რჩევებს უზიარებს მსახიობი გამომწერებს
⭕„ჩემი მზე კაცი და იმედი, მიყვარხარ“ - ეკა კახიანი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს