Digest Logo

🎥 „სიმპტომები მეტად გართულდება...“ - 3 ტიპს საკვები, რომლებიც ართრიტს იწვევს - არუნ ხათრის რეკომენდაციები

1735928522
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ საკვებზე საუბრობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ართრიტს იწვევს:

„ყველამ ვიცით რომ კვება მთავარ როლს თამაშობს ჩვენს ჯანმრთელობაში და დაავადებების დიდ ნაწილს სწორედ არეული კვება იწვევს. ზოგჯერ დაავადებები გენეტიკურიც არის, თუმცა ძირითადად ორგანიზმი ჩენს ქმედებაზეა დამოკიდებული. ანთება ცუდი არ არის, თუმცა დიდი ხანი როცა გრძელდება ის, უკვე საშიშია. თუ ეს ანთება ძვლებშია შემდეგ ართრიტში გადადის.

სამი საჭმელი რომლებსაც უნდა მოერიდოთ:

  1. ყელანაირი შემწვარი საკვები - აქ არის ტრანსცხიმები. მაგალითად ფრი, ერთჯერადი სუპები, ხორცები. ასევე იქ არის ზედმეტი მარილიც. ეს საჭმელები არამარტო ართრიტს არამედ, სიმსუქნეს და მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. სახლში მომზადებული ნაკლებად საშიშია. ზეითუნის ზეთში რესტორნები საკვებს არ ამზადებენ შესაბამისად უნდა ვერიდოთ.
  2. შაქარი და მაღალი გლიცინური ინდექსის საკვები - პასტა, მაკარონი, თეთრი ბრინჯი, პური. ყველანაირი გაზიანი სასმელი - კოკა-კოლა, ლიმონათი და ა.შ. ამ დღეების განმავლობაში რამდენი კოკა-კოლაც მიირთვით, ჩათვალეთ 100 კოვზ შაქარს უდრის. წავა ანთებს პროცესი, რაც გამოიწვევს ძვლების დაავადებებს და წონის მატებას.
  3. ზედმეტი მარილი - ასევე იწვევს ართრიტს. ძეხვეული, ნებისმიერი ტიპის მზა საკვები, რომლებსაც ზედმეტ მარილს უკეთებენ, რათა ხანგრძლივი ვადა ჰქონდეს.

საკვების ამ სამი ტიპის მიღებას თუ არ შეამცირებთ, ვერანაირი წამალი ვერ გიშველით. სიმპტომები კი მეტად გართულდება“, - ამბობს არუნ ხათრი ვიდეოში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 აჭარული ოჯახი, გურული ღვეზელი, სკიტური ფაფარაზე - ზამთრის ბახმარო ნინუცა ორჯონიკიძის ობიექტივში

⭕უკვე ოფიციალურად - ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელია

⭕გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ქმრის კატას რომ დამსგავსებოდა