
იპოქონდრია - ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი მუდმივად განიცდის შიშს დაავადების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო კვლევები ამას არ ადასტურებს.
ეს შიში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას ახდენს, იწვევს გადატვირთულობას, შფოთვას და შეიძლება გაგვიჭირდეს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.
რა არის იპოქონდრია და როგორ ვლინდება ის? როდის შეიძლება ეს იყოს ფსიქოთერაპიული მუშაობის საგანი?
რა გზები არსებობს შფოთვასთან და მუდმივ შიშთან გასამკლავებლად? - აღნიშნულ საკითხებზე ფსიქოთერაპევტი ნინა მენაღარიშვილი გიყვებათ:
„გაწუხებთ გადაჭარბებული ზრუნვა და დარდი თქვენს ჯანმრთელობაზე? გგონიათ, რომ თავის ტკივილის დროს აუცილებლად ტვინის სიმსივნე გაქვთ? ან როდესაც მარცხენა ხელის კუნთი შეგითამაშდებათ, გგონიათ გულის დაავადება გჭირთ, ინფარქტის რისკის ქვეშ ხართ? - ეს იპოქონდრიაა.
ეს არის გადაჭარბებული დარდი საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ნიშნები, რომლის შემთხვევაშიც გაქვთ იპოქონდრია:
- ბანალური ტკივილი სხეულის (თავის ტკივილი, სხეულის რომელიმე კუნთი) ითარგმნება თქვენს ფსიქიკაში, როგორც მოურჩენელი, საშინელი დაავადება.
- სხედხართ საათობით ინტერნეტში და ეძებთ ამა თუ იმ დაავადებას, მაგალითად მუცლის ტკივილი და აინტერესებს პასუხი, რომელიც ნაწლავის კიბოს უკავშირდება.
- დადიხართ ექიმებთან, გაქვთ ეჭვი, ექიმმა ვერ გაიგო დიაგნოზი, არ ენდობით მას და ხარჯავთ უამრავ ფინანსებს.
- ახლობლებში მუდმივად თქვენს ჯანმრთელობაზე საუბრობთ, ეკითხებით მათ გამოცდილებებს.
ამ შემთხვევაში გჭირდებათ ფსიქოთერაპია და ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობაც“, - ნინა მენაღარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს სტილი განსაკუთრებულად მოგიხდა“ - ეკატერინე ტუღუში გადაღებიდან მორიგ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ღამე რომ მშვიდად გვძინავს ეს თითოეული პოლიციელის დამსახურებაა!“ - ჟურნალისტი მარიამ გაბედავა
⭕ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი დაქორწინდა - კადრები ჯვრისწერიდან