თუ მოსწავლე მორცხვია - როგორ დაეხმაროს მშობელი და მასწავლებელი ამ ემოციური მდგომარეობის დაძლევაში?
როგორ უშლის ხელს მორცხვობა მოსწავლეს ცოდნის და უნარების გამოვლენაში? - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ბავშვთა ნევროლოგი საუბრობენ.
„ჩვენი ემოციური მდგომარეობა, ზოგჯერ ხელს გვიშლის გამოვავლინოთ ცოდნა და მივიტანოთ მასწავლებლამდე დაძლევადია.
მორცხვი და ჩუმი ბავშვები უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს მასწავლებლის მხრიდან, თუ მასწავლებელი უძლურია შემდეგ ერთვება სხვა ორგანოები. მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალებით ბავშვმა შეძლოს ამ გარემოში თავი იგრძნოს კომფორტულად და ზედმეტი შფოთვის გარეშე შეძლონ ცოდნის გამოვლინება,“ - ამბობს ნინო მჭედური.
როგორც ნევროლოგი საუბრობს, ბავშვის სიმორცხვეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემო ფაქტორებს.
„სიმორცხვე ეს არის ემოციური მდგომარეობა, ეს არ არის მარტივი ეს არის კომპლექსური ემოციური მდგომარეობა, ზოგჯერ მორცვობას აქვს შიშის კომპონენტიც. ნებისმიერ შემთხვევაში მორცხოვა არის სტრესული ვინც გადნიცდის ამ გრძნობას, გარემო ფაქტორებს კი აქვს ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობა, ბავშვს ამ დროს აქვს დათრგუნული ქცევა, ერიდება ხელის აწევა და ნაკლებად თავდაჯერებულია“, - ამბობს ნევროლოგი თამარ ედიბერიძე.
როგორც მასწავლებელი დაჩი ნანობაში საუბრობს, არის გარკვეული ფრაზები რომელიც არ უნდა იხმაროს არც მშობელმა და არც მასწავლებელმა.
„როცა ბავშვს შეკითხვას დაუსვამ და შეკითხვაზე არ ფიქრობს და უყურებს თანაკლასელებს ის რას იტყვის და მის რეაქციაზეა დამოკიდებული ეს უკვე შიშია და სიმორცხვე. იმისთვის, რომ დაიწყოთ ბრძოლა უნდა შეისწავლოთ გარემო. არასოდეს უნდა უთხრათ ბავშვს ფრაზები - „ამ პასუხს შენგან არ ველოდი,“ „ამას როგორ ვერ მიხვდი, ყველა ხვდება“, აქ მშობელიც უნდა იყოს ფრთხილად და ერიდოს მსგავს ფრაზებს.
უნდა შეიცვალოს გარემო, რომელმაც გამოიწვია ბავშვის სიმორცხვე და შემდეგ უკვე ვიმუშაოთ ამ ბავშვთან, აქ ბევრი ფიქრი და მომზადებაა საჭირო“, - ამბობს დაჩი ნანობაში.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: