Digest Logo

„უკვე არც ვიცით და გადაგვავიწყდა როგორ უნდა გავიხაროთ იმით, რაც გვაქვს... ასაზრდოეთ თქვენი შინაგანი ბავშვი“ - ფსიქოლოგის რჩევა

1770186244
ფსიქოლოგია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სასარგებლო რეკომენდაციას აძლევს. 

იგი მოგვიწოდებს, მუდმივად ვასაზრდოოთ ჩვენი „შინაგან ბავშვი“:

„ჩვენ, ზრდასრულ ადამიანებს, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, სულ რაღაცით ვართ უკმაყოფილო, ზოგჯერ უბედურადაც კი ვგრძნობთ თავს და ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ჩვენ რაღაც გვაკლია ან არ გვაქვს (თუმცა ასეც შეიძლება იყოს), არამედ იმაშია, რომ ჩვენ უკვე არც ვიცით და გადაგვავიწყდა თუ როგორ უნდა გავიხაროთ იმით, რაც გვაქვს.

ფსიქოლოგიაში, როდესაც ვახსენებთ „შინაგან ბავშვს“ - ვგულისხმობთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი აძლევს თავს უფლებას იყოს ლაღი, გაიხაროს წვრილმანებით, დატკბეს ბედნიერი წუთებით.

არის ისეთი ადამიანები, საბედნიეროდ, ვინც ამას სიცოცხლის ბოლომდე ახერხებს. 

აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო ინფანტილურობასთან, უპასუხისმგებლო ქცევასთან ან თუნდაც კაპრიზებთან.

ასე რომ ასაზრდოეთ თქვენი შინაგანი ბავშვი“, - წერს ნანა ფიფია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დღევანდელი დღე გამორჩეულია, რადგან მთვარე სასწორის ნიშანში სრულ ენერგიას აღწევს“ - 4 თებერვლის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„ცეცხლოვანი ცხენი გახდა წლის სრულუფლებიანი მმართველი! არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

„ჩემო უკიდეგანო მონატრება, გილოცავ შენ დღეს...“ - ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძე 16 წლის გახდა